პროდუქციის და თანხის დაბრუნების პირობები

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი ჩვენი პროდუქციით. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული სათამაშო აღმოჩნდება დაზიანებული, გაფუჭებული ან განსხვავებული იმ პროდუქტისგან, რაც თქვენ შეუკვეთეთ, შეგიძლიათ მარტივად დაგვიკავშირდეთ და დააბრუნოთ პროდუქტი უკან.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიოთ თქვენთვის სასურველი გამოსავალი:

  • დაზიანებული პროდუქტის დაბრუნების სანაცვლოდ მიიღოთ ახალი, ანალოგიური სათამაშო სრულიად უფასოდ;
  • ან დაიბრუნოთ ის თანხა, რომელიც გადაიხადეთ აღნიშნული პროდუქტის შეძენისას.

ნებისმიერი დამატებითი შეკითხვისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენს საკონტაქტო არხებზე.